ახალი ამბები

მთავრობა დიდი ჰესების მშენებლობისას ფინანსურ მონაწილეობას არ გამორიცხავს

14 ნოემბერი, 2022 • 574
მთავრობა დიდი ჰესების მშენებლობისას ფინანსურ მონაწილეობას არ გამორიცხავს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სახელმწიფო არ გამორიცხავს, დიდი ჰესების მშენებლობის დროს ფინანსური თანამონაწილეობა მიიღოს.

მან ეს განცხადება საქართველოს მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა.

მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ამგვარ მონაწილეობას განიხილავს, ეს იქნება შედარებით „მცირე მასშტაბის“.

„დიდ ჰესებთან მიმართებაში ჩვენი პოლიტიკა ნამდვილად არის ის, რომ სახელმწიფოს მონაწილეობით ნამდვილადააა შესაძლებელი, რომ მსგავსი ტიპის პროექტები განხორციელდეს, მათ შორის შესაძლებელია, რომ ეს იყოს ფინანსური მონაწილეობით, მაგრამ, ბუნებრივია, საუბარი ვერ იქნება დიდი ოდენობით ფინანსურ მონაწილეობაზე.

ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხდება აღნიშნული პროექტის ბოლომდე მიყვანა, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო განიხილავს ასეთ პროექტებში მონაწილეობას, მაგრამ მცირე მასშტაბით.

საუბარი ამ შემთხვევაში მაქვს პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს გარეშე შეიძლება რთული იყოს. სადაც ამის საჭიროება იქნება, სახელმწიფო შესაძლებელია, მათ შორის ფინანსურადაც პროექტის მონაწილე გახდეს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე განცხადებით, მთავრობის ინტერესია, რომ დაჩქარდეს ნენსკრა ჰესის მშენებლობის პროცესი.

ნენსკრა ჰესის მშენებლობა უნდა დაჩქარდეს – ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი