მოსახლეობას გზა ჰქონდა უკანონოდ ჩაკეტილი, პოლიციამ გახსნა გზა კანონიერად, ახლა მოსახლეობა ისევ შეკრებილია. იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელია, რასაც ითხოვენ. ახლა პოლიციაც მობილიზებულია, რომ მუშაობა უზრუნველყოს.
რას ითხოვს მოსახლეობა?
მათი მოთხოვნაა, რომ გადავასახლოთ აქედან, ბათუმში ითხოვენ ბინებს. ეს საზღვარგადასული მოთხონებია, რისი შესრულებაც წარმოუდგენელია. ყველას აქვს მიღებული კომპენსაცია, ვისაც ერგებოდა. ჩვენ სახელმწიფო ვართ და კანონით ვმოქმედებთ. სადაც ათეულობით თუნდაც ასეულობით მოსახლეობა შეიკრიბება, თუ იმის მიხედვით ვიმოქმედეთ ეს წარმოუდგენელია. სახელმწიფო ასე არ მოქმედებს, ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა.
თუ მოსახლეობამ კომპანიას მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცა, მაშინ რას აპირებთ?
ეს წარმოუდგენელია, აუცილებლად მიეცემა კომპანიას მუშაობის უფლება. ყველა ზომას გამოიყენებს პოლიცია, მათ შორის თუ საჭირო გახდა ძალასაც გამოიყენებს.
დღეს რატომ გახდა აუცილებელი ძალის გამოყენება, ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიციამ ისინი სცემა.
დღეს პოლიციას ძალა არ გამოუყენებია, უკანონოდ ჰქონდათ გზა ჩაკეტილი და პოლიციამ ეს გზა გახსნა კანონიერად, მათ კანონი არ დაურღვევიათ.
თქვენ ამ დროს სად იყავით?
იქ ვიყავი, სოფელში.
ღურტელები ამბობენ, რომ სოფელი ზვავსაშიშ ზონაშია, ამიტომაც მათ არ სურთ სოფლებში გვირაბისა და კაშხლების აშენება…
მთელი საქართველო ასეა, მეწყერსაშიშ ზონაშ ცხოვრობს. არსებობს კანონი, არსებობს გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართვა, რომ წინასწარ ხდება ამის შესწავლა. ადამიანებს ავუხსენით, რომ იქნებიან დაცულები. ეს სოფელი უფრო მეტად დაცული იქნება, ვიდრე სხვა ნებისმიერი აქ მდებარე სოფელი. ეს ყველაფერი არის მიზეზი. ხალხი ითხოვს იმას, რაც მათ არ ეკუთვნით.
უსაფრთხოებაზე ვინ არის პასუხისმგებელი?
ამ ადამიანების უსაფრთხოებაზე პოლიცია და სახელმწიფოა პასუხისმგებელი.
ამ წუთებში რა ხდება სოფელში, მუშაობა დაიწყო კომპანიამ?
დიახ, ტექნიკა შევიდა. სრული მობილიაზაცია დღეს ვერ მოხდა, მაგრამ აუცილებლად დაიწყება მშენებლობა, თუნდაც პოლიციელების ზედამხედველობის ქვეშ.