ახალი ამბები

“დიახ, ეს არის ოკუპაცია” – მერკელი ცხინვალსა და სოხუმზე

24 აგვისტო, 2018 • 2817
“დიახ, ეს არის ოკუპაცია” – მერკელი ცხინვალსა და სოხუმზე

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ სიტუაციას ოკუპაცია უწოდა.

ანგელა მერკელს თსუ-ში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტმა ჰკითხა: – “აფხაზეთის და ცხინვალის შემთხვევაში ყოველთვის ამბობთ, რომ ეს არის უსამართლობა. მაინტერესებს, თვლით თუ არა, რომ ეს ოკუპაციაა? მერკელმა პასუხის გაცემისას თქვა, რონ შეკითხვა ვერ გაიგო.

სტუდენტმა შეკითხვა კვლავ გაიმეორა.

“დიახ, ეს არის ოკუპაცია” – გერმანიის კანცლერის მიიჩნევს, რომ ეს ოკუპაციაa. კანცლერის პასუხს დარბაზში ტაში მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი