ახალი ამბები

IBSU ასაჯაროებს საბანკო ამონაწერს, რომელზეც დავალიანების დასაფარი თანხა აქვს

22 აგვისტო, 2018 • 7924
IBSU ასაჯაროებს საბანკო ამონაწერს, რომელზეც დავალიანების დასაფარი თანხა აქვს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ასაჯაროებს ბანკიდან ამონაწერს, სადაც წერია, რომ უნივერსიტეტის ანგარიშზე 739 720 ლარია. უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ ანგარიშზე მზად აქვთ თანხა, რომელსაც გადაიხდიან სახელმწიფოს მიმართ დავალიანების დასაფარად.

ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 1 წლით შეუზღუდა ახალი სტუდენტების მიღება, რის მიზეზადაც  სახელმწიფოს მიმართ უნივერსიტეტის დავალიანება სახელდება. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) ადასტურებენ სახელმწიფოსთან მიმდინარე დავის შესახებ ინფორმაციას. IBSU-ს ინფორმაციით, 2013 წელს უნივერსიტეტს საგადასახადო ჯარიმა 700 ათასი ლარის ოდენობით დაეკისრა.

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უნივერსიტეტს დავალიანება დაუწესდა კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისაგან თავის არიდების გამო.

IBSU – ში აცხადებენ, რომ ჯარიმის საკითხზე სასამართლოში დავა მიმდინარეობს და დავის განმავლობაში უნივერსიტეტის სასარგებლოდ ორჯერ მოხდა თანხის შემცირება.

ამასთან, IBSU ასაჯაროებს შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის ბრძანენას (#025-152), რითაც უნივერსიტეტის ქონებაზე დადებული ყადაღა გაუქმდა.

“2018 წლის 8 ოქტომბერს ჩანიშნულია სასამართლოს ხდომა შემოსავლების სამსახურის ბრძანების განსახილველად. დავის უნივერსიტეტის საწინააღმდეგოდ დასრულების შემთხვევაში, უნივერსიტეტს მობილიზებული აქვს სახსრები ჯარიმის დასაფარად,”- აცხადებენ IBSU – ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი