ახალი ამბები

იტალიაში ხიდის ნგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა

15 აგვისტო, 2018 • 2699
იტალიაში ხიდის ნგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა

ტელეარხ BBC-ის ინფორმაციით, იტალიელი მეხანძრე-მაშველები ტრაგედიიდან მეორე დღესაც აგრძელებენ შესაძლო გადარჩენილთა ძებნას ხიდის ნანგრევებში, დაღუპულთა რაოდენობამ კი 35-ს მიაღწია. გუშინ, 14 აგვისტოს, იტალიის ქალაქ გენუაში, ერთ-ერთ მთავარ მაგისტრალზე ხიდი ჩაინგრა და თან მოიყოლა ათეულობით ავტომობილი. ამ დროს ხიდზე ინტენსიური მოძრაობა იყო.

მაშველებმა ხიდის ნანგრევებიდან  უკვე ამოიყვანეს 16 დაშავებული. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ნანგრევებში კიდევ 12-მდე ადამიანი იყოს მოყოლილი.

ხიდი, რომელიც ჩაინგრა, 1960-იან წლებში არის აშენებული. თვდაპირველად ითქვა, რომ მისი ჩამონგრევის მიზეზი შესაძლოა ძლიერი შტორმი გამხდარიყო, თუმცა გამოძიება რეალური მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს. ასევე, იმის გასარკვევად, თუ რამდენად პასუხობდა უსაფრთხოების ნორმებს აღნიშნული კონსტრუქცია.

“მე შევძელი მანქანიდან გადმოსვლა… არ ვიცი, ჩემი მანქანა როგორ ჩავარდა. ეს ჰგავდა ფილმის სცენას, ეს იყო აპოკალიფსი”, – თქვა ყოფილმა ფეხბურთელმა დავიდე კაპელომ, რომელიც უბედური შემთხვევის დროს ხიდზე გადაადგილდებოდა და მიუხედავად ნანგრევებში მოყოლისა, უვნებელი გადარჩა.

სამაშველო სამსახურის ცნობით, ნგრევის მონაკვეთში 35-მდე მსუბუქი და 3 სატვირთო ავტომობილი მოძრაობდა.

ხიდის ნგრევა იტალიაში. 14/08/2018. ფოტო: EPA-EFE/LUCA ZENNARO

ხიდის ნგრევა იტალიაში. 14/08/2018. ფოტო: EPA-EFE/ITALIAN FIREFIGHTERS HANDOUT HANDOUT EDITORIAL USE ONLY/NO SALES

ხიდის ნგრევა იტალიაში. 14/08/2018. ფოტო: EPA-EFE/FLAVIO LO SCALZO

ხიდის ნგრევა იტალიაში. 14/08/2018. ფოტო: EFE/ITALIAN FIREFIGHTERS HANDOUT

მასალების გადაბეჭდვის წესი