ახალი ამბები

კარასინი რუსეთის ვიზების ქრთამის სანაცვლოდ გაცემაში “ადგილობრივ კრიმინალებს” ადანაშაულებს

13 აგვისტო, 2018 • 2278
კარასინი რუსეთის ვიზების ქრთამის სანაცვლოდ გაცემაში “ადგილობრივ კრიმინალებს” ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ამბობს, რომ საქართველოში რუსეთის ვიზების ქრთამის სანაცვლოდ გაცემასა და სიტუაციის გაუარესებაში “ადგილობრივი კრიმინალური ელემენტები” არიან დამნაშავე.

კარასინმა ამის შესახებ დღეს, 13 აგვისტოს, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან შეხვედრისას ისაუბრა. შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

როგორც კარასინ განმარტავს, “კრიმინალური ელემენტები” რუსეთის ვიზების მიმართ მზარდი მოთხოვნით სარგებლობენ. მისივე თქმით, რუსეთის ინტერესთა სექციის ირგვივ შექმნილი ატმოსფერო “კონტრასტულია” მოსკოვში არსებული საქართველოს წარმომადგენლობის ირგვლივ არსებულ ატმოსფეროსთან შედარებით.

რუსეთის საგარეოს ინფორმაციით, რუსეთში შვეიცარიის განაცხადა, რომ შვეიცარია ნაბიჯებს გადადგამს, რათა ქართულმა მხარემ აღნიშნული საკითხი მოაწესრიგოს.

შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში შსს-მ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ყალბი ვიზების შესაძლო დამზადებას. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, გამოძიება სსკ 180-ე მუხლით [თაღლითობით] მიმდინარეობს.

“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, თბილისში რუსეთის ვიზებს ქრთამის, 350 აშშ დოლარის, სანაცვლოდ გასცემენ. მოუწესრიგებელია ვიზის მისაღებად ჩაწერის სისტემაც და ადამიანებს, ხშირად, რუსეთის ვიზის მისაღებად რიგში თვეები უწევთ დგომა.

მასალების გადაბეჭდვის წესი