ახალი ამბები

რუსეთის ყალბი ვიზების დამზადების საქმეზე საელჩოში გამოძიება დაიწყო

30 ივლისი, 2018 • 2906
რუსეთის ყალბი ვიზების დამზადების საქმეზე საელჩოში გამოძიება დაიწყო

შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში შსს-მ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ყალბი ვიზების შესაძლო დამზადებას. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, გამოძიება სსკ 180-ე მუხლით [თაღლითობი] მიმდინარეობს.

რუსეთის ინტერესების სექციაში ყალბი ვიზების დამზადების შესახებ სიუჟეტი რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ქრთამის სანაცვლოდ, რომლის ოდენობაც 350 აშშ დოლარია, მსურველს მოკლევადიანი ვიზის აღება შეუძლია. აღნიშნული თანხის სანაცვლოდ, მას ქვეყნის ტერტიტორიაზე ერთჯერადად შესვლისა და მაქსიმუმ ერთვიანი ვიზიტის საშუალება ეძლევა.

რუსთავი 2-ის თქმით, მსურველმა ფული უნდა გადაიხადოს რუსეთის ინტერესების სექციაში შესვლისთვისაც. როგორც ტელეკომპანია იუწყება, ყოველწიურად საკონსულო დაახლოებით 10 ათასობით ვიზას გასცემს. ოფიციალური მოსაკრებელი ვიზისთვის საშუალოდ 60 დოლარია, ამას ემატება ანკეტის შევსების არაოფიციალური მოსაკრებელი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი