ახალი ამბები

როგორ აღნიშნეს 25 თებერვალი თბილისში [ფოტო/ვიდეო]

25 თებერვალი, 2014 •
როგორ აღნიშნეს 25 თებერვალი თბილისში [ფოტო/ვიდეო]

პარლამენტის ყოფილი შენობის წინ მოწყობილ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სიები იმ ადამიანებისა, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ. ასევე, წარმოდგენილი იყო იმ ქალების ფოტოპორტრეტები, რომლებიც გადასახლებული იყვნენ სხვადასხვა ბანაკში. 

მოსწავლეთა სასახლის წინ კი არასამთავრობო ორგანიზაციამ “თავისუფალი არჩევანი” ასევე გამოფენა მოაწყო. ორგანიზაციის წევრები გამვლელებს აჩერებდნენ და 25 თებერვლის შესახებ ესაუბრებოდნენ. 

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის ჯარები თბილისში შემოვიდნენ. საქართველომ დამოუკიდებლობის 1991 წლის 9 აპრილს აღდგენის შემდეგ 25 თებერვალი საქართველოს ოკუპაციის დღედ გამოცხადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი