ახალი ამბები

თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე გზა ჩავარდა

7 აგვისტო, 2018 • 3399
თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე გზა ჩავარდა

თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე გზის სამანქანო ნაწილი ჩავარდა. მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა “ფეისბუკში” ვრცელდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ დაშავებულების შესახებ ინფორმაცია მათთან არ შესულა.

როგორც “ნეტგაზეთს” Georgian Water And Power-ში განუცხადეს (GWP), ადგილზე ფარული დაზიანება იყო, რამაც ნიადაგის გამორეცხვა გამოიწვია ამას კი გზის ჩავარდნა მოჰყვა. GWP-მ გზის აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყო.

Posted by Nikoloz Humanoidi on Tuesday, 7 August 2018

მასალების გადაბეჭდვის წესი