ახალი ამბები

2018 წლის 7 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 19%-ით გაიზარდა

6 აგვისტო, 2018 • 2015
2018 წლის 7 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 19%-ით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45.4 მლნ ბოთლი ღვინო (0.75 ლ), რაც 19%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 107.8 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა.

სააგენტოს ცნობით, ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე:

  • იაპონია – 124% (166 032 ბოთლი);
  • დიდი ბრიტანეთი – 67% (50 062);
  • პოლონეთი – 32% (1 886 618);
  • აშშ – 4% (244 374).

ექსპორტი ასევე ევროპის მიმართულებით:

  • რუმინეთი – 390% (84 654);
  • ჩეხეთი – 68% (30 456);
  • გერმანია – 32% (308 734);
  • ლიეტუვა – 21% (265 062);
  • ნიდერლანდები – 17% (38 799);
  • ლატვია – 16% (966 726);
  • ესტონეთი – 7% (329 304).

ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა ტრადიციულ ბაზრებზეც:

  • ყირგიზეთი 81% (140 370);
  • ყაზახეთი – 41% (1 996 860);
  • უკრაინა – 38% (5 040 319);
  • რუსეთი – 20% (28 564 609);
  • ბელარუსი 4% (846 822) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია:
  • რუსეთი  (28 564 609);
  • უკრაინა (5 040 319);
  • ჩინეთი  (3 514 066);
  • ყაზახეთი  (1 996 860);
  • პოლონეთი (1 886 618).

მასთან, იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 9.9 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 20%-ით აღემატება გასული წლის 7 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 20 მლნ აშშ დოლარს მიაღწია – ზრდამ 7% შეადგინა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 219.5 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 114%. სულ ექსპორტირებულია 638.5 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 126%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა წლის პირველ ნახევარში 173.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 21%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი