ახალი ამბები

ვენესუელა აცხადებს, რომ პრეზიდენტის მოკვლა ასაფეთქებლით შეიარაღებული დრონებით სცადეს

5 აგვისტო, 2018 • 2860
ვენესუელა აცხადებს, რომ პრეზიდენტის მოკვლა ასაფეთქებლით შეიარაღებული დრონებით სცადეს

4 ივლისისს, როდესაც ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო არმიის წინაშე კარაკასის ცენტრში სიტყვით გამოდიოდა, აფეთქებების ხმა გაისმა. ვენესუელის ხელისუფლება ამბობს, რომ ცაში ამ დროს გამოჩნდნენ უპილოტო საფრენი აპარატები, დრონები, რომლებზეც დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა.

შემთხვევას პრეზიდენტი მადურო უვნებელი გადაურჩა, თუმცა დაშავდა ღონისძიებაზე მყოფი შვიდი პირი. ნიკოლას მადურომ აღნიშნულს “მკვლელობის მცდელობა” უწოდა. როგორც ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს, მადურომ აღნიშნულში ქვეყნის ულტრა-მემარჯვენე ძალები და მეზობელი კოლუმბიის ხელისუფლება დაადანაშაულა. დაწყებული გამოძიების ფარლებში ვენესუელაში რამდენიმე პირი უკვე დააკავეს.

ვენესუელაში, სადაც უკვე წლებია, ხელისუფლებაში სოციალისტები იმყოფებიან, კრიმინალისა და სიღარიბის დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ვენესუელას მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი მარაგი აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყენაში სიღარიბე მძვინავრებს, დეფიციტია ყოველდღიური მოხმარების ჰიგიენის ნივთებზეც კი. ქვეყანაში, ფაქტობრივად, ჩამოშლილია კერძო ბიზნესი, ვენესუელის ათასობით მოქალაქე კი მეზობელ კოლუმბიაში გადადის პირველადი მოხმარების მედიკამენტებისა და საკვების შესაძენად.

მასალების გადაბეჭდვის წესი