“ამ ეტაპზე გადაკეტილია მხოლოდ რუსთაველის გამზირი და დაახლოებით 20 წუთში გაიხსნება. გადმოსვენებასთან დაკავშირებით თუკი კიდევ იქნება რომელიმე ქუჩაზე შეფერხება, შეგატყობინებთ”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ბერი გაბრიელი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან დღეს, 24 თებერვალს, 12:00 საათზე გამოასვენეს. მსვლელობაში სასულიერო პირები და მრევლი მონაწილეობენ, ისინი სპორტის სასახლეს, გმირთა მოედანს, ვარაზისხევს, ვარდების რევოლუციის მოედანს, თავისუფლების მოედანს და ბარათაშვილის ხიდს გაივლიან. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც ღირსი მამის წმიდა ნაწილები ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული.