ნეტგაზეთი | იტალიაში საქართველოს მოქალაქე კაცი ქალის მუშტით ცემისთვის დააკავეს იტალიაში საქართველოს მოქალაქე კაცი ქალის მუშტით ცემისთვის დააკავეს – Netgazeti
RU | GE  

იტალიაში საქართველოს მოქალაქე კაცი ქალის მუშტით ცემისთვის დააკავეს

იტალიელმა პოლიციელებმა საქართველოს მოქალაქე 31 წლის კაცი ქალის ცემის ბრალდებით დააკვეს.

იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ ქალაქ კარპიში ყოფილ მეგობარ ქალს სახეში მუშტი დაარტყა. შემთხვევა დააფიქსირეს სასტუმროს ვიდეოკამერებმა, სადაც მსხვერპლი მუშაობს. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს ვიდეომტკიცებულებები.

იტალიელმა სამართალდამცავებმა დაკავებულს ბრალი უკვე წაუყენეს.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.