ახალი ამბები

შსს: ნარკორეალიზაციის ბრალდებით ცოლ-ქმარი დავაკავეთ [ვიდეო]

28 ივლისი, 2018 • 1936
შსს: ნარკორეალიზაციის ბრალდებით ცოლ-ქმარი დავაკავეთ [ვიდეო]

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, ცოლ-ქმარი, 1968 წელს დაბადებული გ.გ. და 1964 წელს დაბადებული ი.გ. თბილისში დააკავეს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ცოლ-ქმარს 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შსს-ს განცხადებით, გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირებისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. უწყების განცხადებით, პოლიციამ ორივე პირის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

ი.გ.-ს ბრალი ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და არაერთგზის გასაღების ფაქტზე, ხოლო გ.გ.-ს კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი