ახალი ამბები

საბერძნეთში ხანძარს ვერ აკონტროლებენ – ცეცხლი დასახლებულ რაიონებს მოედო

23 ივლისი, 2018 • 12996
საბერძნეთში ხანძარს ვერ აკონტროლებენ – ცეცხლი დასახლებულ რაიონებს მოედო

უკვე რამდენიმე საათია, საბერძნეთში ტყის ხანძარს ვერ აქრობენ, რომელიც დღეს, 23 ივლისს, უკვე დასახლებულ რაიონებსაც მოედო. ხანძრის შედეგად ათეულობით სახლი იწვის საკურორტო ქალაქ კინეტაში, რომელიც ათენიდან დასავლეთით, 50 კილომეტრში მდებარეობს.

ბერძნული მედიასაშუალება Greek Reporter-ის ცნობით, აღნიშნული ხანძარი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი 2007 წლის გამანადგურებელი ხანძრების შემდეგ, რასაც მაშინ 84 ადამიანი ემსხვერპლა. ჯერჯერობით უცნობია, დღეს გავრცელებული ხანძრის შედეგად ვინმე თუ დაშავდა, ან დაიღუპა.

ხანძარი საბერძნეთში. ფოტო: greekreporter.com

ხანძარი საბერძნეთში. ფოტო: greekreporter.com

ხანძარი საბერძნეთში. ფოტო: greekreporter.com

სოციალურ ქსელებში ვრცელდება შოკისმომგვრელი კადრები, თუ როგორ ანადგურებს ცეცხლი დასახლებულ რაიონებს. ათეულობით ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ხანძრის ჩაქრობას ცდილობს რამდენიმე სახანძრო ვერტმფრენი და თვითმფრინავი, ასევე, ასეულობით სახანძრო მანქანა.

ძლიერი ხანძარი საბერძნეთში მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია. მდგომარეობას ართულებს ძლიერი ქარიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი