სამხრეთ აფრიკული ჯგუფი Die Antwoord საქართველოში ჩამოდის. ჯგუფი მსმენელის წინაშე ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე “Echowaves powered by exit” წარდგება, რომელიც 23-26 აგვისტოს ანაკლიაში ჩატარდება.
ფესტივალის ფარგლებში მოწყობილ 5 სცენაზე სხვადასხვა ჟანრის მუსიკას 150 არტისტი დაუკრავს. Die Antwoord-ის გარდა ანაკლიაში Kollektiv Turmstrasse, Woo York, Sigha, Shpongle (DJ set) და სხვა არტისტებს მოუსმენენ.
ღონისძიებას ატარებს ორგანიზაცია Anaklia Entertainment Group პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში. მუსიკის გარდა, ორგანიზატორები ფესტივალის სტუმრებს ჰპირდებიან სპორტულ და სხვა სახის გასართობ აქტივობებსაც.








