ახალი ამბები

ვინ ჩამოვა Black Sea Arena-ზე ამ ზაფხულს – სრული პროგრამა

15 მაისი, 2018 •
ვინ ჩამოვა Black Sea Arena-ზე ამ ზაფხულს –  სრული პროგრამა

“Black Sea Arena”-ზე ამ ზაფხულს  ელტონ ჯონისა და რობერტ პლანტის გარდა კრის ბოტიც ჩამოვა. ამის შესახებ დღეს საქართველოს ბანკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათი თქმით, ამ ზაფხულს “Black Sea Arena”-ზე პროექტ Check In Georgia-ს ფარგლებში შემდეგი მუსიკოსები გამოვლენ:

  • 19 მაისი – Ennio Morricone რომის სიმფონიურ ორკესტრსა და თბილისის ოპერის გუნდთან ერთად
  • 7 ივლისი – ვახტანგ და ჯანო კახიძეების მუსიკალური საღამო
  • 28 ივლისი – ნანი ბრეგვაძის შემოქმედებითი საღამო, სპეციალური სტუმარი Chris Botti
  • 4 აგვისტო – გიორგი მიქაძის პროექტი “VOISA”
  • 11 აგვისტო – ანსამბლ “შვიდკაცას” და Take Six-ის კონცეტრი
  • 16 აგვისტო -ჯგუფ “სახისა” და Poetry “N” Motion- ის კონცეტრი
  • 21 აგვისტო – ნინო ქათამაძის სოლო კონცერტი
  • 28 აგვისტო – მიუზიკლი “ჩხიკვთა ქორწილი”
  • 23 სექტემბერი – 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალი

გარდა ამისა, Black Sea Arena-ზე 30 ივნისსა და პირველ ივლისს ელტონ ჯონი იმღერებს. კონცერტი SOLO ბანკის პარტნიორობით გაიმართება. როგორც Eastern Promotion იუწყება, ელტონ ჯონი საქართველოს სწორედ ბოლო ტურნეს ფარგლებში ეწვევა.

საქართველოში რობერტ პლანტიც ჩამოვა. იგი კონცერტს Black Sea Arena–ზე შავი ზღვის ჯაზფესტივალის ფარგლებში გამართავს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი