ახალი ამბები

მარგველაშვილი აზერბაიჯანს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

11 თებერვალი, 2014 • • 915
მარგველაშვილი აზერბაიჯანს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ხვალ, 12 თებერვალს, გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, არტურ რასი-ზადესთან, და პარლამენტის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვთან.

 

ხოლო ზეგ, 13 თებერვალს გიორგი მარგველაშვილი ქალაქ კახს ეწვევა და   ადგილობრივ, ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას შეხვდება, ასევე ესტუმრება ქალაქ გაბალას.


13 თებერვალს დელეგაცია, რომელშიც პრეზიდენტის გარდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი შედიან, საქართველოში დაბრუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი