ახალი ამბები

კალაძე: ხუდონის პროექტით სვანეთში მიგრაციის პრობლემა გადაიჭრება

11 თებერვალი, 2014 • • 1262
კალაძე: ხუდონის პროექტით სვანეთში მიგრაციის პრობლემა გადაიჭრება

მისი განმარტებით, კომპანიის “ტრანს-ელექტრიკა” ინიციატივა სვანეთში ახალი სოფლის განაშენიანების შესახებ, სწორედ სვანეთის განვითარებას ემსახურება.

 

“ამ პროექტის განხორციელებით ახალგაზრდების დასაქმების პრობლემაც გადაიჭრება. ეს მიგრაციის პრობლემასაც მოხსნის. წარმოიდგინეთ, 12 მილიონი შევა ადგილობრივ ბიუჯეტში. რამდენი რამის გაკეთება შეიძლება ამ ფულით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დავარწმუნოთ, რომლის განაწყენებაც წინა ხელისუფლებამ დაიწყო, როდესაც მიწები ჩამოართვეს მათ,” – განაცხადა კალაძემ.

 

კალაძის თქმით, საბოლოო ჯამში, ისე გადაწყდება ხუდონის საკითხი, რომ არც ინვესტორის და არც მოსახლეობის უფლებები არ დაირღვევა. 

 

“არის ადამიანების გარკვეული ჯგუფები, რომლებიც დაინტერესებული არიან, რომ არ მოხდეს ამ პროექტის განხორციელება და ცდილობენ ადგილობრივი მოსახლეობა გამოიყენონ. რაც შეეხება ლევან პირველს [რომელზეც მკითხეთ], არ მაქვს ფაქტები, რომ ეს ადამიანი უშლის ხელს ამ პროექტის განხორიელებას, თუმცა რაღაც გარკვეული საკითხები იყო ჭორის დონეზე. მე შევხვდი ლევან პირველს, ავუხსენი ამ პროექტის მნიშვნელობა, მან ღიად გამოხატა ინტერესი ამ პროექტის განხორციელების. რომ თვითონ მიიღოს მონაწილეობა როგორც ინვესტორმა ამ პროექტის განხორციელებაში, თუმცა, სახელმწიფოს აქვს გაფორმებული ხელშეკრულება ინდურ კომპანია ტრან-ელექტრიკასთან და ვერც ერთი მხარე კანონს ვერ დავარღვევთ და ყველანაირად ექნება ინვესტორს ხელშეწყობა, რომ ეს პროექტი განახორციელოს,”- აცხადებს კალაძე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი