ახალი ამბები

მარგველაშვილი: ვიმსჯელებთ პუტინთან შესაძლო შეხვედრაზე

10 თებერვალი, 2014 • • 1028
მარგველაშვილი: ვიმსჯელებთ პუტინთან შესაძლო შეხვედრაზე

“ამ რეპლიკის ანალიზს ჩვენ მოვახდენთ ძალიან სერიოზულად და ზედმიწევნით. გავივლით კონულტაციებს და, შესაბამისად, ჩვენს პოზიციას ჩამოვაყალიბებთ. თუ არის შესაძლებლობა, რომ რაიმე ასეთი ტიპის შეხვედრამ მისცეს პოზიტიური იმპულსი ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, თუ არის სერიოზული მზადყოფნა ძალიან კონკრეტული თემების განხილვის, ბუნებრივია, არის საფუძველი, რომ ჩვენ ამ თემებზე კოლეგებთან ვიმსჯელოთ. გავივლით კონსულტაციებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ჩვენს დასავლელ კოლეგებთან, და ვიფიქრებთ ასეთი შეხვედრის თაობაზე”,- განაცხდა გიორგი მარგველაშვილმა. 

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭის ოლიმპიადის მედიაცენტრში ყოფნისას განაცხდა, რომ იგი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება, თუ მარგველაშვილს ამის სურვილი ექნება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი