ახალი ამბები

ბახტაძე: მზად ვარ ვითანამშრომლო ყველა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ჯგუფთან

14 ივლისი, 2018 • 1194
ბახტაძე: მზად ვარ ვითანამშრომლო ყველა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ჯგუფთან

პრემიერ-მინისტმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ყველა საზოგადოებრივ, თუ პოლიტიკურ ჯგუფთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ჯგიფებს კონსტრუქციული ხედვები ექნებათ:

“ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს ზეპარტიული ამოცანები – ქვეყნის გამთლიანება, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, სიღარიბის დაძლევა და განათლების სექტორის ძირეული რეფორმა. შესაბამისად, მე ისევე როგორც ჩემი გუნდი, მზად ვარ  ვითანამშრომლო ყველა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ჯგუფთან, ვისაც ექნება კონსტრუქციული ხედვები, ვისაც ექნება კონკრეტული იდეები თუ როგორ მოვახერხოთ ამ ზეპარტიული ამოცანების გადასაჭრელად.”

პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება პარლამენტში გააკეთა, სადაც რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა უნდა გამოუცხადონ.  ბახტაძემ დეპუტატებს თავისი ხედვები წარუდგინა.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად შევქმნით თანამედროვე აახელმწიფოს, ევროპულ სახელმწიფოს და ამით შევქმნით ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობას.

ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი”, – ასე დაასრულა თავისი სიტყვა პრემიერ-მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი