ახალი ამბები

კახეთის 8 ქალაქში წყალმომარაგების რეაბილიტაცია იგეგმება

7 თებერვალი, 2014 • • 1384
კახეთის 8 ქალაქში წყალმომარაგების რეაბილიტაცია იგეგმება

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ინფორმაციით, სამუშაოების ჩატარებას ევროპის საინვესტივიო ბანკი დააფინანსებს. 

 

აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის გენერალურმა დირექტორმა არჩილ ცაბუტაშვილმა და კახეთის  გუბერნატორმა მხარის გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრაზე მიიღეს. 

 

შეხვედრაზე განიხილეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ რეგიონში დაგეგმილი პროექტები. ასევე, საუბარი შეეხო კახეთის რეგიონში  წყალმომარაგების სფეროში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს.

 

2014 წელს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალმომარაგების სფეროში სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს 28 ქალაქში ჩაატარებს, რისთვისაც ევროპის საინვესტიციო ბანკი 40 მილიონ ევროს გამოჰყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი