სიღნაღში რამდენიმე რესტორანს კრიტიკული დარღვევების გამო მუშაობა შეუჩერეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სიღნაღში მდებარე რესტორნებს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

სააგენტოს ცნობით, საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან ხუთში დაფიქსირდა არასათანადო რეცხვა-დეზინფიცირება, გამწოვი სისტემების და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, რის გამოც მათ საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

სააგენტოს მითითებების და რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ „ფიროსმანს“, „მარანსა“ და „ძველ სიღნაღს“ უკვე აღუდგათ საწარმოო პროცესი, ხოლო  „ბურჯს“ და „ტერასა სიღნაღს“ კვლავ შეჩერებული აქვთ.

სიღნაღის გარდა, კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა სააგენტომ სოფელ ყარაჯალაში არსებულ ხორცის სარეალიზაციო ბაზარში – შპს „ფალავანი“, რის გამოც ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ხოლო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანია „ნობეკოს“ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com