ახალი ამბები

სუბარი: შეხვედრა ხაიშელებთან უშედეგოდ დამთავრდა

7 თებერვალი, 2014 • • 1104
სუბარი: შეხვედრა ხაიშელებთან უშედეგოდ დამთავრდა

“შეკრება გადაიზარდა მიტინგში. მიტინგზე ცოტა ძნელია აზრების გაცვლა-გამოცვლა. შეკრებილებს შორის, საიშელებს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდა, რომლებისთვისაც მისაღები იყო. ამ შემთხვევისგან იმას მოელოდნენ, რომ მათ აზრს გაიზიარებდა ყველა სხვა, ვინც იყო იქ მისული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათთვის მიუღებელი იქნებოდა ეს შეხვედრა. ასეთ შემთხვევაში შეხვედრის აზრსაც ვერ ვხედავ”,- განაცხადა სოზარ სუბარმა.  

 

გუშინ ხაიშში ყრილობა ჩატარდა, რომელსაც სასჯელარსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრო და ადგილობრივ მოსახლეოაბს შეხვდა. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავს. 

 

“ვაპირებ გავესაუბრო ადგილობრივ მოსახლეობას. მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას. მე ხაზს ვუსვამ, რადგან არსებობს გარკვეული რადიკალური ჯგუფები, რომლებიც იყენებენ ამ ადგილობრივი მოსახლების ინტერესებს. პროექტი არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი. იმისთვის, რომ ის ყველაზე დიდი პრობლემა, უმუშევრობის პრობლემა, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, გადაწყდეს. ზუსტად ეკონომიკის განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის განვითარება”, – განაცხდა ენერგეტიკის მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი