ახალი ამბებიკომენტარი

გასაუბრება მთავარი პროკურორობის კანდიდატ შალვა თადუმაძესთან [აუდიო]

12 ივლისი, 2018 •
გასაუბრება მთავარი პროკურორობის კანდიდატ შალვა თადუმაძესთან [აუდიო]

საპროკურო საბჭომ გამოაქვეყნა გასაუბრების აუდიოჩანაწერი  მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან. კანდიდატ შალვა თადუმაძესთან. გასაუბრებას თეა წულუკიანი უძღვება, თუმცა ის კანდიდატს კითხვებს არ უსვამს.

11 ივლისს საპროკურორო საბჭოს 15-დან 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი შალვა თადუმაძის კანდიდატურას მთავარი პროკურორის  პოსტზე წარსადგენად.

შალვა თადუმაძე 2011–2012 წლებში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, მოგვიანებით კი მთავრობის საპარლამენტო მდივანი გახდა. გარდა ამისა, შალვა თადუმაძის შვილის ნათლია არის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც პარალელურად საპროკურორო საბჭოს წევრია.

მთავარი პროკურორობის 3 კანდიდატი, შალვა თადუმაძე, შალვა შვგულიძე და ნინო გოგნიაშვილი, საპროკურორო საბჭოს წარუდგინა იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ სარჯველაძემ, რადგან მინისტრი ამ დროს შვებულებაში იმყოფებოდა. თუმცა შალვა შავგულიძემ, რომელიც “ერვოპულმა საქართველომ” წარადგინა, პროტესტის ნიშნად დღეს კანდიდატურა მოხსნა. შესაბამისად, საპროკურორო საბჭოს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მოუწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი