ახალი ამბები

შსს-მ სამი ახალგაზრდის დაჭრაში ბრალდებული დააკავა

3 თებერვალი, 2014 • • 1220
შსს-მ სამი ახალგაზრდის დაჭრაში ბრალდებული დააკავა

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა 24 იანვარს თბილისში, ნუცუბიძის მე-3 მიკრორაიონში, 171-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით 1997 წელს დაბადებული მიხეილ ჟ. მუცლის არეში, 1997 წელს დაბადებულ ნიკოლოზ კ. მარჯვენა ბარძაყში და 1997 წელს დაბადებული მიხეილ ტ. გულმკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

დაჭრილები ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მიხეილ ტ. მძიმე ჭრილობისგან მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მიხეილ ჟ.-სა და ნიკოლოზ კ. -ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი