ახალი ამბები

თბილისის აეროპორტში მხუთავი აირით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა

4 ივლისი, 2018 • 6330
თბილისის აეროპორტში მხუთავი აირით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ მხუთავი აირით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა. ამ ინფორმაციას “ნეტგაზეთს” აეროპორტში უდასტურებენ, თუმცა მომხდარის შესახებ სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. ისინი აცხადებენ, რომ აეროპორტი შეფერხების გარეშე მუშაობს.

ინფორმაცია აეროპორტში ადამიანების მოწამვლის შესახებ თავდაპირველად Droni.ge-მ გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” უკვე დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყების კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

სუს-ის თქმით, აეროპორტში მოწამვლის საქმეზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი