ახალი ამბები

ეკა ტყემალაძის გამოფენა 7–9 ივლისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება

4 ივლისი, 2018 • 2958
ეკა ტყემალაძის გამოფენა 7–9 ივლისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება

შაბათს, 7 ივლისს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნება  ეკა ტყემალაძის ნახატების პერსონალური გამოფენა, რომელიც 9 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

ეკა ტყემალაძის ნამუშევრები შექმნილია 2015-2018 წლებში, გერმანიასა და ისრაელში ცხოვრების დროს. გამოფენაზე ნამუშევრების შეძენაც იქნება შესაძლებელი.

მხატვრის შემოქმედებაში დიდი ადგილი პოპ-არტის სტილში შესრულებულ სიუჟეტებს უკავია. მიღებული აქვს მონაწილეობა რამდენიმე გამოფენაში საქართველოში, ისრაელში, გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ეკა ტყემალაძის ნამუშევრები გამოგზაურებთ ასანთის კოლოფების სამყაროში, შეძლებთ ნახოთ, რა კავშირია ხელოვნებასა და სანაგვე ყუთს შორის, როგორ და რატომ გარბიან ჭიამაიები ბროწეულებიდან და ჭიანჭველები ადამიანებისგან. თითოეული ნამუშევარი შესრულებულია აკრილით ტილოზე.

ეკა ტყემალაძე, რომლის დაბადების სახელია ლუდმილა ვაინშტაინი, დაიბადა 1983 წელს უკრაინაში, ქალაქ ოდესაში. 1990 წელს ის იშვილა ქართველმა ოჯახმა და ჩამოიყვანა საქართველოში ეკა ტყემალაძის სახელით.

2012-2015 წლებში ცხოვრობდა ისრაელში, თელ-ავივში. 2016 წლიდან ცხოვრობდა გერმანიაში, ქალაქ ლაიფციგში. ეკა თბილისში 2018 წელს დაბრუნდა. ეკა ტყემალაძის ისტორია 2016 წელს გამოქვეყნდა პლატფორმაზე „ქალები საქართველოდან“. ეკას ისტორიას შეგიძლიათ დეტალურად ამ ბმულზე გაეცნოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი