ახალი ამბები

მარგველაშვილი: ტერმინი უმცირესობა ადეკვატური არ მგონია

29 იანვარი, 2014 • • 904
მარგველაშვილი: ტერმინი უმცირესობა ადეკვატური არ მგონია

შეხვედრა პრეზიდენტმა გახსნა, რომელზეც არასამთავრობოებს ახლადდანიშნული მრჩეველი ეთნიკური უმცირესობეის საკითხებში სოფიო შამანიდი წარუდგინა. 

 

“დღეს ვხვდებით ჩვენი ქვეყნის შემადგენელი ეროვნული უმცირესობების წარმომადგნელებს. თუმცა მე თვითონ ტერმინი უმცირესობა ადეკვატური არ მგონია. რეალობა არის ის, რომ საქართველო ისტორიულად იქმნებოდა და თავის იდენტობას იძენდა სწორედ იმ ერების შვილთა შემოქმედების შედეგად, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ავსებდნენ. ფერწერულ ნახატზე რომ ვთქვა, რომ რადგან ტილოზე რომელიღაც ფერი ნაკლებია, ის უმცირესია, ალბათ არასწორი იქნება. ჩვენი განსაკუთრებულობა იქმნებოდა სწორედ იმის შედეგად, რომ მრავალი სხვადასხვა ერის წარმომადგენელი, არა უბრალოდ აქ ჰპოვებდა მშვიდობიან ნავსაყუდელს, არამედ იმიტომ, რომ სწორედ მათი მუშაობით იქმნებოდა ამ ქვეყნის ძალა და ეკონომიკური სიძლიერე. მათი შემოქმედების შედეგად მდიდრდებოდა ჩვენი კულტურა”,- განაცხდა პრეზიდენტმა.

 

არასამთვარობოები ამბობენ, რომ პრეზიდენტთან იმ საკითხებს დააყენებენ, რაც მათ აწუხებთ. 

 

“მოლოდნები ყოველთვის არის, იმიტომ, რომ არ შეიძლება ადამიანი იმედის გარეშე იყოს, თუმცა, სიმართლე გითხრათ, დიდად ოპტმისტურად განწყობილი არასდროს ვყოლლვარ, მაგრამ თუნდაც ის, რომ ეროვნული უმცირესობების პრობლემა გადაწყდება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა განვითარებისკენ წავა. საქართველო მრავალეთნიკური ქვეყნაა. 80 ეთნოსი ცხოვრობს. ძალიან მნიშნელოვანია ამ ხალხისთვის ყოველმხრივ ხელის შეწყობა. ის ადამიანები, რომლებიც არ ფლობენ სახელმწიფო ენას, უნდა განხორციელდეს ისეთი რეფორმები, რათა მათ შეძლონ სახელმწიფო ენის დაუფლება. ეს ძალიან მნიშვნელოვნია”,- განაცხადა მექა ხანგოშვილმა, პანკისელი ქისტების წარმომადგენელმა.

 

პრეზიდენტის თქმით, მის მრჩეველს სოფიო შამანიდს არასამთავროებთან ინტენსიური ურთიერთობა ექნება და მსგავსი ტიპის შეხვედრები კიდევ იქნება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი