ახალი ამბებიხელოვნება

დინა ოგანოვა: რატომღაც მგონია, რომ ნარკობაზარი სახელმწიფოსია

29 ივნისი, 2018 • 2792
დინა ოგანოვა: რატომღაც მგონია, რომ ნარკობაზარი სახელმწიფოსია

დინა ოგანოვა, ფოტოგრაფი:

„არ ვთვლი, რომ ნარკომომხმარებლები დამნაშავეები არიან. მათ მკურნალობა სჭირდებათ. თუ ასეთი სურვილი არ აქვს ვინმეს, არც ეს არის პრობლემა. საკუთარ ცხოვრებას ისე ვექცევით, როგორც ჩვენ გვინდა.

სახელმწიფო არ ცვლის მკაცრ ნარკოპოლიტიკას, მისთვის ასე უფრო ხელსაყრელია და იმიტომ. რატომღაც მგონია, რომ ნარკობაზარი სახელმწიფოსია. რთულია ამ მაღალშემოსავლიანი ბაზრის დათმობა მათთვის.

„აკრძალული ხილისკენ“ სწრაფვა ყოველთვის აქვს ადამიანების გარკვეულ კატეგორიას, ამიტომაც იზრდება მომხმარებელთა რიცხვი, ალბათ. სიმკაცრე პრობლემის გადაჭრის გზებს ვერ სთავაზობს ვერავის.

სკოლებსა და ბაღებშიც კი უნდა მოქმედებდეს პრევენციული პროგრამები – მავნე ჩვევების გამომწვევი შედეგების გასაცნობად.

მსუბუქი, კლუბური ნარკოტიკი რატომღაც კარგ ტონად ითვლება ჩვენთან. თან ნარკოტიკი ძალიან ადვილად ხელმისაწვდომია საქართველოში და მომხმარებელთა დიდი რაოდენობა ალბათ ამითაც აიხსნება.

ქუჩის ნარკოტესტირებებს რაც შეეხება – მიმაჩნია, რომ არავის აქვს უფლება თუნდაც ღამის სამ საათზე, როცა ქუჩაში მარტო ვსეირნობ გამაჩეროს და მკითხოს, რა მინდა გარეთ ან წამიყვანოს და შემამოწმოს რომელი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ვარ. ქუჩის ნარკოტესტირებები უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს.

ნარკომომხმარებელთა რეაბილიტაციასა და, ზოგადად, ამ პრობლემაზე: პროგრამების შემუშავებაზე, ფსიქოლოგიურ დახმარებაზე, რეაბილიტაციაზე – ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა იმუშაოს“.

 

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი