ახალი ამბები

ბარსელონის რეისი ტექნიკური ხარვეზის გამო გაუქმდა – აეროპორტების გაერთიანება

27 ივნისი, 2018 • 2209
ბარსელონის რეისი ტექნიკური ხარვეზის გამო გაუქმდა – აეროპორტების გაერთიანება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისი-ბარსელონის მიმართულებით რეისი, რომელიც დღეს, 27 ივნისს, 16:00 საათზე ავიაკომპანია “ვიზეარს უნდა შეესრულებინა, ტექნიკური ხარვეზის გამო გაუქმდა. უწყების თანახმად, მგზავრები, რომლებიც გაფრენას მომდევნო რეისით გადაწყვეტენ, მათი ტრანსპორტირებისა და სასტუმროს ხარჯებს “ვიზეარი” აანაზღაურებს.

“ავიაკომპანია ვიზეარის თვითმფრინავის რეისის, ქუთაისი-ბარსელონის შესრულების დროს დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი. კომპანიის ტექნიკოსების და თვითმფრინავის კაპიტნის რეკომენდაციით მიღებულ იქნა რეისის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება. მგზავრებს  ბილეთების მომდევნო რეისებზე გადასაცვლელად, ან თანხის უკან დასაბრუნებლად შეუძლიათ მიმართონ საინფორმაციო სამსახურს, ან დაუკავშირდნენ ავიაკომპანია ვიზეარის ცხელ ხაზს: 07 06 777 483. ის მგზავრები, რომლებიც გაფრენას მომდევნო რეისით გადაწყვეტენ, მათი ტრანსპორტირებისა და სასტუმროს ხარჯებს კომპანია ვიზეარი აანაზღაურებს,” – წერია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი