ახალი ამბებიკომენტარი

ნიკოლოზ რაჭველი: ნარკოპოლიტიკა უნდა დაუახლოვდეს იმ ნორმებს, რაც წამყვან ევროპულ ქვეყნებშია

27 ივნისი, 2018 • 2434
ნიკოლოზ რაჭველი: ნარკოპოლიტიკა უნდა დაუახლოვდეს იმ ნორმებს, რაც წამყვან ევროპულ ქვეყნებშია

ნიკოლოზ რაჭველი, მუსიკოსი:

„რა თქმა უნდა, არ უნდა ისჯებოდეს ციხით ნარკომომხმარებელი. ლიბერალურ, კონსერვატულ თუ რელიგიურ წრეებში ამაზე აზრთა სხვადასხვაობაც კი არ უნდა არსებობდეს. არ მიმაჩნია, რომ ნარკოტიკების მოხმარება დანაშაულია.

ნარკოტიკებთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და შს სამინისტროც უნდა იყოს საქმეში ჩართული. თუმცა უნდა ვებრძოდეთ ნარკოტიკების გამსაღებლებს, საკუთრივ ნარკოტიკს და არა ნარკოდამოკიდებულებს.

ცივილიზაცია მივიდა განვითარების იმ დონემდე, რომ უამრავი ტექნიკური თუ სხვა სახის საშუალება არსებობს პოლიციური სტრუქტურების მიერ საზღვარზე ნარკოტიკების გასაკონტროლებლად. მჯერა, თუ ნება იარსებებს, შესაძლებელი იქნება ქვეყანაში ნარკოტიკების რაოდენობის მინიმუმამდე შემცირება.

ცალკე გამოვყოფდი მარიხუანას, რაც საერთოდ არ მიმაჩნია ნარკოტიკად, თუმცა მისი გადაჭარბებული მოხმარებაც შეიცავს საფრთხეებს და ამ საფრთხეებისგან დასაცავად სახელმწიფო პოლიტიკა უნდა არსებობდეს.

ნარკოპოლიტიკა საქართველოში უნდა დაუახლოვდეს იმ ნორმებს, რაც წამყვან ევროპულ ქვეყნებში მოქმედებს.“

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი