ახალი ამბები

ტატუნაშვილი – ოთხოზორიას 33-კაციანი სია სრულად

27 ივნისი, 2018 • 3175
ტატუნაშვილი – ოთხოზორიას 33-კაციანი სია სრულად

2018 წლის 21 მარტს პარლამენტმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“ რეზოლუცია მიიღო. გუშინ, 26 ივნისს კი, პრემიერ-მინიტრ მამუკა ბახტაძისგან ცნობილი გახდა, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 ადამიანია შეყვანილი.

“ამ სიაში შეყვანილი არიან ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებიც მხილებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დაგეგმილ დანაშაულობებში, როგორიც არის მკვლელობა, გატაცება, წამება და ამ დანაშაულებების დაფარვა. სიაში ჯერჯერობით შეყვანილია 33 ადამიანი, რომლებიც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაულს სჩადიოდნენ,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს ევალებათ მიიღონ შესაბამისი ზომები, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში ამ სიაში შეყვანილ პირებს სავიზო, ქონებრვი და ფინანსური ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაუწესდეთ.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია

    1. დავით გურწიევი – დაბადების ადგილი: ახალგორი
    2. ალიკ ტაბოევი –  დაბადების ადგილი: ცხივნალი
    3. რაშიდ კანჯი – ოღლი – დაბადების ადგილი: ტყვარჩელის რაიონი, სოფელი აკარმარაში
    4. სლავიკ  ბადია – დაბადების ადგილი: ოჩამჩირის რაიონი, სოფელი ჯგერდა
    5. რაულ კოსტავა – დაბადების ადგილი: ოჩამჩირის რაიონი, სოფელი ფოქვე
    6. ზაურ ჭითანავა – დაბადების ადგილი: გალის რაიონი, სოფელი ჭუბურხინჯი
    7. ციბრონა (ეკა) ახალაია – დაბადების ადგილი: გულრიფშის რაიონი, სოფელი ლათა
    8.  ოთარ ტურნანბა –  დაბადების ადგილი: ოჩამჩირის რაიონი, სოფელი ჭლოუ
    9. ალიკა წაბრია  – დაბადების ადგილი: ოჩამჩირის რაიონი, სოფელი ჭლოუ
    10. რუსლან ჯოპუა – დაბადების ადგილი: გუდაუთის რაიონი, სოფელი ლიხნი
    11. როზა მირცხულავა –  დაბადების ადგილი: ოჩამჩირის რაიონი, სოფელი გუდავა
    12. დიმიტრი არშბა  – დაბადების ადგილი: ოჩამჩირის რაიონი, სოფელი ჭლოუ
    13. ვლადიმერ გუნია – დაბადების ადგილი: ოჩამჩირის რაიონი, სოფელი მერკული
    14. ალხაზ მირცხულავა – დაბადების ადგილი: ოჩამჩირის რაიონი, სოფელი მერკული
    15. გია ტუჟბა –  დაბადების ადგილი: გულრიფშის რაიონი, სოფელი ლათა
    16. გენრიხ ჭანბა –  დაბადების ადგილი: გაგრა
    17. ვლადიმერ ანუა –   დაბადების ადგილი: ოჩამჩირის რაიონი, სოფელი კინდღი
    18. ზაურ ცეცხლაძე იგივე მიხეილ თანბა – დაბადების ადგილი: სოხუმი
    19. გენადი  აშხაცავა –  დაბადების ადგილი:
    20. გელა ვანაჩა – დაბადების ადგილი:
    21. ლევან ფალავანძია – დაბადების ადგილი: ოჩამჩირის რაიონი, სოფელი კვიტოული
    22. ოლეგ პაპასკირი – დაბადების ადგილი: სოხუმი
    23.  აფრიკან ბგანბა – დაბადების ადგილი:
    24. ვახტანგ უბირია – დაბადების ადგილი:
    25. ვლადიმერ ნაჩაჩ – ოღლი –  დაბადების ადგილი:
    26.  შურიკ კოკოსკერია – დაბადების ადგილი: გაგრის რაიონი, სოფელი ბზიფი
    27. ლევ ბიჩენოვი –  ცხივნალის მკვიდრი
    28. გია თუაევი –  დაბადების ადგილი: გორის რაიონი, სოფელი ფრისში
    29. ფისო ვაზაგოვი –  დაბადების ადგილი: გორის რაიონი, სოფელი ფრისში
    30. თამაზ ბესტაევი – დაბადების ადგილი:  ზნაურის რაიონი, სოფელი ჭოლობაური
    31. რამჩიკ ფუხაევი – დაბადების ადგილი: ზნაურის რაიონი, სოფელი ნუგრისი
    32. არკადი ძარანოვი – დაბადების ადგილი:
    33. ზურაბ დუდაევი – დაბადების ადგილი:

კონკრეტულად რაში არიან ეს ადამიანები ბრალდებულები, შეგიძლიათ ამ დოკუმენტში ნახოთ.


გიგა ოთხოზორია 19 მაისს სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მკვლელობა განახორციელა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენელმა ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯიოღლიმ, რომელიც დაედევნა ოთხოზორიას მას შემდეგ, რაც სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ე.წ. საზღვართან და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცეცხლსასროლი იარაღით, ბოლოს კი საკონტროლო გასროლაც განახორციელა, რის შედეგადაც ოთხოზორია გარდაიცვალა, ხოლო კანჯიოღლი ისევ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართებულით წავიდა და მიიმალა.

საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს გარდაიცვალა ცხინვალში და მისი ცხედარი ქართულ მხარეს მხოლოდ რამდენიმეკვირიანი შეყოვნების შემდეგ გადასცეს.

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს.

ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭიროო. ოსური მხარის განცხადებით 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი