ახალი ამბები

ანონსი – 24 იანვარი

23 იანვარი, 2014 • • 1589
ანონსი – 24 იანვარი

11:00 არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ ბრიფინგს გამართავს.
თემა : თბილისის მერიის არამიზნობრივი ხარჯები. 2014 წლის დაუმტკიცებელი ბიუჯეტიდან სარეკლამო და ახალი ამბების მომსახურებისათვის დახარჯული თანხები.
მის.: ვაზისუბნის ქ. N 7 საკონტაქტო პირი : მარიამ ხუციშვილი ტელ.: 577179003

 

11.00 “პრესკლუბში მე–17 სართულზე” “უკრაინის ხმის” გამარჯვებული, უკრაინაში მოღვაწე ქართველი მომღერალი, შმაგი თაღიაშვილი ახალი კლიპის პრეზენტაციის შესახებ პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი:

ვაჟა-ფშაველას 45. მე–17 სართული. საკონტაქტო – 5 99 650 455

 

12:00 ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაბა ყაზბეგში (ლარსის გამშვებ პუნქტთან) 19 მეგავატი სიმძლავრის”ლარსიჰესს”გახსნის. გახსნის ცერემონიას დაესწრებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. საკონტაქტო პირი: ირაკლი გაფრინდაშვილი 599 561847

 

12:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ორკესტრისა და საბალეტო დასის ბეირუთში (ლიბანი) ალ ბუსტანის 21-ე საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

 

12:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში პრესკონფერენციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გია ხუხაშვილი გამართავს. 

 

12:00 ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) ახალ ანგარიშს წარადგენს: საქართველოში არსებული პრობლემური სესხების მართვის ანალიზი და რეკომენდაციები


13 :00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში რეფორმატორთა კლუბის ხელმძღვანელი დიმიტრი შაშკინი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უკრაინის მოვლენები, სოჭის ოლიმპიადა.


13:30 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში სოსო შატბერაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.თემა:მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.


13:00 სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“–ში გაიმართება დისკუსია გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ მიერ ინიცირებულ ეკონომიკის ექსპერტთა კლუბში. თემა: უნდა აშენდეს თუ არა ხუდონჰესი.

პრობლემის ეკონომიკური ასპექტი. განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტები: სოსო ცისკარიშვილი, ლევან კალანდაძე; ემზარ ჯგერენაია; ირაკლი ლექვინაძე;ვაჟა ბერიძე; რევაზ არველაძე; პაატა ცინცაძე და სხვები.

 

17:00 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება”განათლების სამინისტროსა და “თიბისი” ბანკის მხარდაჭერით, უცხოეთში განათლების მიღების მსურველი სტუდენტებისთვის კონფერენციას გამართავს. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე.

 

17.00 თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი