ახალი ამბები

მწვანე ალტერნატივა: ფარავანი ჰესის პროექტში დარღვევები დადასტურდა

17 იანვარი, 2014 • • 2718
მწვანე ალტერნატივა: ფარავანი ჰესის პროექტში დარღვევები დადასტურდა

ამის თაობაზე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელი (CEE Bankwatch Network) და მისი წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა” (საქართველო) “ეკო-სვესტი” (მაკედონია), და “ზელენა აქცია/დედამიწის მეგობრები “ (ხორვატია) ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ.

განცხადების თანახმად, ბანკის შიდა გამოძიების დასკვნაში ნათქვამია, რომ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (ერგბ) ისე გამოყო დაფინანსება ჰიდროელექტროსადგურების სამი პროექტის განსახორციელებლად მაკედონიაში, ხორვატიასა და საქართველოში, რომ ამ პროექტების სრულფასოვანი შეფასება არ ჩაუტარებია“

ორგანიზაციების ინფორმაციით, გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც CEE Bankwatch Network-ის წევრმა ორგანიზაციებმა აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ოფიციალური საჩივრებით მიმართეს.

“ბანკი რატომღაც მიიჩნევს, რომ გარემოსადმი მიყენებული ნებისმიერი ზიანი „მართვადია“. რა თქმა უნდა, მსგავსი მიდგომა, ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით, ბევრად უფრო მოსახერხებელია, ვიდრე იმის აღიარება, რომ ზოგიერთი პროექტის განხორციელება, უბრალოდ, არ შეიძლება”, – ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.

საქართველოში 87 მგვტ სიმძლავრის დერივაციული ტიპის ფარავნის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 2011 წლის ივლისში დაამტკიცა. პროექტი 14 კმ-ის სიგრძის სადერივაციო გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს, რომლითაც სოფელ ხერთვისთან უნდა მოხდეს მდინარე ფარავნის გადაგდება მდინარე მტკვარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი