ახალი ამბები

ანონსი – 17 იანვარი

16 იანვარი, 2014 • • 1366
ანონსი – 17 იანვარი

10:00 ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ხელმძღვანელობასთან ერთად ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგის ადგილი: ენერგეტიკის სამინისტრო. 

 

11:00 იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახელმწიფოსა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მორიგების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. მისამართი:გორგასლის 24 ა,იუსტიციის სამინისტრო.


11.00 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანსა და წილკანში ახალი სკოლების მშენებლობის მიმდინარეობას  გაეცნობა და მოსახლეობას შეხვდება. სოფლები მუხრანი და წილკანი. 


11:00 სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია” – ში გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე-5  საერთო კრება. საკონტაქტო ინფორმაცია:np@ei-lat.ge 570 10 44 90;570 10 15 28.


11:00 აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. (მოსაშვილის ქ. aN24, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია).

 

 

12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით დარჩიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.კოსტავას 68.   


 

12.00 სახალხო დამცველთან არსებული ოსური ფორუმის პირველი სხდომა გაიმართება.


13:30 საკრებულოს უმცირესობა მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობას, თბილისის რაიონების გამგებლებს შეხვდებიან. თემა:2014 წლის ბიუჯეტი.

 

13:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. კოსტავას 68. 

 

14:00 მონაცემთა გაცვლის სააგენტო გამართავს მოქალაქის პორტალის MY.GOV.GE განახლებული ვერსიის პრეზენტაციას. პრეზენტაციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრება.მისამართი: სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი. 


14:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ადვოკატი თემურ მაისურაძე და პოლიტპატიმარი ილია ბარაბაძე საქმის გადახედვასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ. კოსტავას 68.


14:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების წარმომადგენელი,დეპუტატი ზურაბ აბაშიძე პრესკონფერენციას გამართავს. კოსტავას 68. 

 



 

 





მასალების გადაბეჭდვის წესი