ახალი ამბები

“ოცნების” დეპუტატი ფიქრობს, რომ რიგი მინისტრები შესაცვლელია

12 ივნისი, 2018 • 2047
“ოცნების” დეპუტატი ფიქრობს, რომ რიგი მინისტრები შესაცვლელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე იზიარებს მოსაზრებას, რომ მთავრობაში რიგი მინისტრების შეცვლის საჭიროება არ არსებობს. ამის შესახებ მან “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

“ცვლილებები რომ საჭიროა, ამას ლაბათ გვაჩნებს ის სიტუაცია, რომელიც ქვეყანაშია”, – თქვა დავით ჭიჭინაძემ.

ჟურნალისტების კითხვას, საჭიროა, რომ რიგი მინისტრები შეიცვალონ? – მან ასე უპასუხა:

“რა თქმა უნდა, ალბათ საჭიროა, რადგანაც მოთხოვნა არის საზოგადოებაში, ამხელა პროტესტი არის…”, – თქვა ჭიჭინაძემ.

ქართული მედიასაშუალებების ნაწილი 12 ივნისის დილიდან ავრცელებს ინფორმაციას, რომ იგეგმება სამთავრობი ცვლილებები. კერძოდ, შესაძლოა, პოსტი დატოვონ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. ამ ხმების პარალელურად, დღესვე, 15 საათზე, “ქართული ოცნების” ოფისში დაიწყო უმრავლესობის სხდომა, რომელსაც ივანიშვილთან ერთად გიორგი კვირიკაშვილიც ესწრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი