ახალი ამბები

რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია – როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი

11 ივნისი, 2018 • 2771
რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია – როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის გამო,  პირველი საჯარო სკოლიდან 9 აპრილის ქუჩისა და რუსთაველის გამზრის კვეთამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა დაკეტილია. შესაბამისად, ავტომანქანები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებებით:

  • შოთა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები ისარგებლებენ ჭიჭინაძის ქუჩით (პირველ საჯარო სკოლასთან), ძმები ზუბალაშვილების ქუჩის გავლით და 9 აპრილის ქუჩით დაბრუნდებიან რუსთაველის გამზირზე;
  • ასევე, რუსთაველის გამზირიდან (პირველ საჯარო სკოლასთან)  მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები ჩავლენ ჯორჯაძის ქუჩაზე, საიდანაც თაბუკაშვილის ქუჩის გავლით გააგრძელებენ მოძრაობას;
  • თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები რუსთაველის გამზრიდან (კინოთტრ „რუსთაველთან“) ჩავლენ ანტონ ფურცელაძის ქუჩაზე და მოძრაობას თაბუკაშვილის ქუჩაზე გააგრძელებენ, საიდანაც ჭანტურიას ქუჩის გავლით ავტომანქანების ნაკადი მოხვდება რუსთაველის გამზირზე და გააგრძელებს მოძრაობას პირველი რესპუბლიკის (ყოფილი ვარდების) მოედნის მიმართულებით.

აქცია რუსთაველის გამზირზე კვირას, 10 ივნისს განახლდა. საღამოს, ზაზა სარალიძის თხოვნით, დემონსტრანტებმა პარლამენტის წინ, ტროტუარზე გაშლილი კარვები გზის სავალ ნაწილზე განათავსეს, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდა.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვას განაგრძობენ, სანამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი