ცნობილი ხდება რომ მიხეილ კალანდია, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მოწმე, ბრალდებულია დანაშაულის დაფარვაში.
ბრალდებულად მიხეილ კალადაძე 9 ივნისს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეტა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა მოიხსენია, როცა მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეზე საუბრობდა:
“გამოძიებით დადგინდა, რომ მერაბ მორჩაძემ, სასამართლოში ჩვენების შეცვლის მიზნით, გავლენა მოახდინა ბრალდებულ მ.კ.-ზე, რომელიც მკვლელობის ჩადენაში ამხელდა მერაბ მორჩაძის მეგობრის შვილს – ბრალდებულ გ.ჯ.-ს. მერაბ მორჩაძე არაერთხელ შეხვდა ძმებს – მ.კ.-ს და ლ.კ.-ს, ბრალდებულ გ. ჯ.-ს სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით, გადასცა მათ გარკვეული თანხა და სანაცვლოდ მ.კ.-ს მოსთხოვა სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემა, რომ თითქოს მ.კ.-ს დანაშაულის ჩადენის მომენტში გ.ჯ.-ს ხელში არ დაუნახავს მკვლელობის იარაღი. მერაბ მორჩაძე მ.კ.-ს ასევე დაპირდა სამართალდამცავ ორგანოებთან ჩვენების შეცვლით გამოწვეული შესაძლო პრობლემების მოგვარებას და საკუთარი კავშირების გამოყენებას საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის”.
“ნეტგაზეთი” დაინტერესდა რაში არის ბრალდებული მ.კ [იგივე მიხეილ კალანდია, რომელიც ამჟამად სრულწლოვანია, თუმცა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს არასრულწლოვანი იყო].
როგორც შსს-ში “ნეტგაზეთს” განიცხადეს, მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 375 მუხლის [დანაშაულის დაფარვა] დარღვევაში. კალანდია დაკავებული არ არის. მას ბრალი გასული წლის დეკემბერში წაუყენეს.
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დანაშაულის დაფარვის ბრალდებით აქამდე 5 დაკავებულის შესახებ იყო ცნობილი. მათ შორის ერთი მიხეილ კალანდიას მამაა.
ხორავას ქუჩის საქმეზე გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება მიხეილ კალანდიამ სასამართლოში შეცვალა. 9 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მასზე და მის ძმაზე გავლენა მერაბ მორჩაძემ მოახდინა, რომელიც პოლიციამ პარასკევს დააკავა:
“გამოძიებით დადგინდა, რომ მერაბ მორჩაძემ, სასამართლოში ჩვენების შეცვლის მიზნით, გავლენა მოახდინა ბრალდებულ მ.კ.-ზე, რომელიც მკვლელობის ჩადენაში ამხელდა მერაბ მორჩაძის მეგობრის შვილს – ბრალდებულ გ.ჯ.-ს. მერაბ მორჩაძე არაერთხელ შეხვდა ძმებს – მ.კ.-ს და ლ.კ.-ს, ბრალდებულ გ. ჯ.-ს სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით, გადასცა მათ გარკვეული თანხა და სანაცვლოდ მ.კ.-ს მოსთხოვა სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემა, რომ თითქოს მ.კ.-ს დანაშაულის ჩადენის მომენტში გ.ჯ.-ს ხელში არ დაუნახავს მკვლელობის იარაღი. მერაბ მორჩაძე მ.კ.-ს ასევე დაპირდა სამართალდამცავ ორგანოებთან ჩვენების შეცვლით გამოწვეული შესაძლო პრობლემების მოგვარებას და საკუთარი კავშირების გამოყენებას საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის”, – განაცხადა მეზვრიშვილმა 9 ივნისს.
ხორავას ქუჩაზე გასულ წელს მომხდარი მკვლელობის გამოძიების და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით თბილისში აქცია დღეს, 10 ივნისსაც იმართება. მას ერთ-ერთი მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები მართავენ. მათ შორის არან პოლიტიკოსებიც.