ახალი ამბები

ნუ მომკლავ -ზაზა სარალიძის და მისი მხარდამჭერების აქცია პარლამენტთან

10 ივნისი, 2018 • 3813
ნუ მომკლავ -ზაზა სარალიძის და მისი მხარდამჭერების აქცია პარლამენტთან

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწოვნის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები აქციას მართავენ თბილისში, პარლამენტის შენობასთან.

აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც – ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილის წარმომადგენლები. თუმცა მათ შორის არ არის ევროპული საქართველო.

“ჩვენ ვმუშაობთ ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობის გამოძიებაზე საპარლამენტო კომისიის ფარგლებში და გავაკეთებთ ყველაფერს სიმართლის დასადგენად”, – განაცხადა ოთო კახიძემ, ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საწინააღმდეგო პლაკატებია აქციაზე.

აქციის გამო გადაკეთილია რუსთაველის გამზირი. ამასთან დაკავშირებით განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს და მძღოლებს  აცნობებს, რომ აქციასთან დაკავშირებით 16:00 საათიდან დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება, მძღოლებს რუსთაველის გამზირის პარალელური ქუჩებით შეეძლებათ მოძრაობა”, – განაცხადა შსს-მ.

[red_box]რატომ იმართება დღეს აქცია[/red_box]

 ზაზა სარალიძე, რომელიც 4 ივნისს შეხვდა პრემიერ-მინისტრს და შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელისუფლებას 10 ივნისამდე მისცა ვადა იმისათვის, რომ მისი შვილის მკვლელობაში მონაწილე პირები დაისაჯონ, კვლავ სამართალს ითხოვს.

“თუ კონკრეტული ნაბიჯები არ იქნება გადადგმული, იგივე პოზიციაზე ვრჩები, რომ სისტემა უნდა შეიცვალოს. 10 ივნისამდე ყველა პირი უნდა იყოს დაკავებული, ვინც დანაშაული ჩაიდინა და დაფარა”.

4 ივნისის შემდეგ პოლიციამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე 2 პირი დააკავა – მერაბ მორჩაძე, რომელმაც გამოძიების მტკიცებით  მოწმეს ჩვენება შეაცვლევინა ფულის სანაცვლოდ და მირზა სუბელიანი – რომელიც პოლიციამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა.

ზაზა სარალიძემ 9 ივნისს განაცხადა, რომ მირზა სუბელიანის დაკავება არ არის დამაკმაყოფილებელი. მისივე შეფასებით, ეს არის “გადმოგებული საკენკი” ხელისუფლების მხრიდან, რომელთაც აქვთ მოლოდინი, რომ ამ დაკავების გამო, ზაზა სარალიძეს პრეტენზიები აღარ ექნება და გაჩერდება:

“მივესალმები შსს-ს ა ნაბიჯს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რა ბრალდებაც წაუყენეს ბატონ მირზა სუბელიანს, ეს არანაირად არ არის დამაკმაყოფილებელი იმ დანაშაულის ფონზე, რაც მაქვს მიუძღვის ამ საქმესთან დაკავშირებით. დააკავეს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, ძალიან კარგი, თუმცა საქმეში უხეშად ჩარევისთვის ბრალი წარდგენილი არ არის”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი