ახალი ამბები

დაილუქა 21 600 არაეტიკეტირებული კვერცხი – სურსათის ეროვნული სააგენტო

8 ივნისი, 2018 • 1969
დაილუქა 21 600 არაეტიკეტირებული კვერცხი – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში კვერცხის საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს.

სააგენტოს ცნობით, თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს შპს „კრეატივი+“-ში, სადაც 21 600 არაეტიკეტირებული კვერცხი აღმოჩნდა:

მათი განცხადებით, საეჭვო წარმომავლობის კვერცხი დაილუქა და ბიზნესოპერატორს მისი განადგურება დაევალა, რაზეც ზედამხედველობას განახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

2013 წლის მაისში „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ N90 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, განისაზღვრა კვერცხის სავალდებულო ეტიკეტირების წესი, რაც ბიზნესოპერატორს ავალდებულებს, სარეალიზაციოდ განთავსებულ კვერცხზე მიუთითოს კვერცხის წარმოშობის ქვეყანა და წარმოების თარიღი.

მასალების გადაბეჭდვის წესი