ახალი ამბები

27 დეკემბერი – ანონსი

27 დეკემბერი, 2013 •
27 დეკემბერი – ანონსი

 

11.00 რუსთაველის თეატრში გაიმართება რობერტ სტურუას, გია ყანჩელისა და ლექსო თორაძის შეხვედრა ქართულ მედიასთან.
თემა: ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში განვითარებული მოვლენები.


11:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში “თავისუფალი საქართველოს” ლიდერის კახა კუკავა პრესკონფერენციას გამართავს


12:00 ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებს შეხვდება. საკონტაქტო პირი – მაია ცქიტიშვილი  595694114


12.00 თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სასტუმრო “რედისონში” ღია მმართველობის ფარგლებში პრესკონფერენციას მართავს. 


12:00 გაიმართება გამოცემის „სასკოლო განათლების კონცეფცია“ პრეზენტაცია. მისამართი:მარჯანიშვილის ქ. #5, მესამე სართული.

 

12.00 ირმა ინაშვილის ბრიფინგი პირველის პრესკლუბში. წერეთლის 116 “დიდუბე პლაზა”.

 

12:30  პრაიმტაიმის პრესკლუბში “სახალხო პარტიის” ლიდერი მამუკა გიორგაძე პრესკონფერენციას გამართავს

 

12.30 ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: იუსტიციის სახლი. 

 

12.30 თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ირაკლი აბესაძე ბრიფინგს გამართავს. პირველის პრესკლუბი. წერეთლის 116 “დიდუბე პლაზა”. 


13:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე პრესკონფერენციას გამართავს

 

13.00 ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე პირველის პრესკლუბში ბრიფინგს გამართავს.  წერეთლის 116 “დიდუბე პლაზა”. საკონტაქტო პირი: ირაკლი სამადაშვილი 595 618 245


15:00 საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკძე, სახელმწიფო მართვის სკოლის მიწვევით, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება. მისამართი: პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას) ქ. ნომერი 10.  კავკასიის უნივერსიტეტი


 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი