ახალი ამბები

პრეზიდენტი ნანობს, რომ შობა მხოლოდ კათოლიკეებს მიულოცა

26 დეკემბერი, 2013 • • 1126
პრეზიდენტი ნანობს, რომ შობა მხოლოდ კათოლიკეებს მიულოცა

პრეზიდენტის თქმით, იგი სრულად იზიარებს მალხაზ სონღულაშვილის შენიშვნას და მის მიერ მხოლოდ კათოლიკეებისთვის შობის მილოცვა არის “დასანანი გაუგებრობა”.

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

“გავეცანი ბატონ მალხაზ სონღულაშვილის სტატიას, სადაც იგი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ პრეზიდენტის 25 დეკემბრის საშობაო მილოცავაში მხოლოდ კათოლიკენი არიან მოხსენიებული.

სრულად ვიზიარებ მის შენიშვნას. იმედი მაქვს, ბატონი მალხაზიც და საზოგადოებაც დამეთანხმება, რომ საქმე გვაქვს მხოლოდ დასანან გაუგებრობასთან. 

ვიმედოვნებ, ეს გარემოება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს ჩემს პატივისცემას ყველა კონფესიის მოქალაქისადმი. ყველას, ვინც 25 დეკემბერს იზეიმა მაცხოვრის შობის დღსასწაული, გულწრფელად და სიყვარულით გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღეს”,- განაცხადა გირგი მარგველაშვილმა. 

 

მალხაზ სონღულაშვილმა, თეოლოგიის დოქტორმა, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ყოფილმა მთავარეპისკოპოსმა განაცხადა, რომ 25 დეკემბერს არა მხოლოდ კათოლიკეებისთვის, არამედ იმ კონფესიების წარმომადგნელბისთვისაც უნდა მიელოცა, ვინც 25 დეკემებერს ზეიმობს შობას. 

 

“იმ ქრისტიანების სახელით, ვინც დღეს შობას ზეიმობს და ვისაც საქართველოს პრეზიდენტმა დღეს შობა არ მიულოცა, მინდა პრეზიდენტს მოვულოცო მაცხოვრის შობის დღესასწაული და ვუსურვო ყოველივე საუკეთესო მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში.

 

დასანანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ აღმოაჩნდა მრჩეველი, რომელიც მას აუხსნიდა, რომ 25 დეკემბერი მარტო “კათოლიკეების შობა” კი არ არის, არამედ მთელი პროტესტანული სამყაროსი და ასევე მართლმადიდებელითა დიდი ნაწილისაც (ცხადია, რუსეთის ორბიტის ეკლესიების გამოკლებით). 

მალხაზ სონღულაშვილი
მალხაზ სონღულაშვილი

მალხაზ სონრულაშვილის გამარტებით, პრეზიდენტი ქვეყნის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი ერთობის სიმბოლოც არის და იგი თავის აზროვნებაში უნდა აერთიანებდეს ნებისმიერი ეთნიკური წარმომავლობისა და ორიენტაციის, რელიგიურსა თუ არარელიგიურ ადამიანს, რომელიც საქართველოს მკვიდრია.  

 

“საქართველოში 25 დეკემბერს შობას ზეიმობენ ქართველი კათოლიკეები და პროტესტანტები (სიტყვა “ქართველ”-ში მე ვგულისხმობ საქართველოს მოქალაქეს). ალბათ ურიგო არ იქნება, თუ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ანგარიშს გაუწევენ და დააფასებენ ქვეყნის რელიგიურ მრავალფეროვნებას და ჩვენში დამკვიდრებული ტოლერანტობის ტრადიციებს. შეიძლება ეს,  ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ ცხოვრება ხომ უამრავი ასეთი დეტალისგან შედგება, რომელსაც ანგარიში უსათუოოდ უნდა გაუწიოს ადამიანმა!?”- თქვა მალხაზ სონღულაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი