ახალი ამბები

პარლამენტმა დადუნაშვილი-სარალიძის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისია დაამტკიცა

6 ივნისი, 2018 • 1944
პარლამენტმა დადუნაშვილი-სარალიძის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისია დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა დადუნაშვილი-სარალიძის მკვლელოობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია 95 ხმით დაამტკიცა. დეპუტატებმა კენჭიუ ყარეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატსაც. ამ პოზიციაზე “ევროპული საქართველოდან” სერგი კაპანაძე და “პატრიოტთა ალიანსიდან” ადა მარშანია იყვნენ წარდგენილნი. კომისიას ხმათა უმრავლესობით სერგი კაპანაძე  უხელმძღვანელებს.

17-კაციან კომისიაში 9 წარმომადგენელი საპარლამენტო უმცირესობას ჰყავს. “ევროპული საქართველოდან” კომისიის შემადგენლობაში დაამტკიცეს სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია და ირმა ნადირაშვილი.

დანარჩენ წევრებს კი “ქართული ოცნებისა” და “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატები დააკომპლექტებენ – მათ შორის: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე და ადა მარშანია. კომისიაში ასევე იქნება დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილიც.

პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას 31 მაისს დაუჭირა მხარი. კომისიის შექმნას ემხრობა 84 დეპუტატი.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

 

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

http://batumelebi.netgazeti.ge/news/139274/

მასალების გადაბეჭდვის წესი