წარმოდგენილი კანონპროექტით, ტერმინი „საბჭოთა სიმბოლიკა“ და „საბჭოთა იდეოლოგია“ იცვლება ტერმინებით- „კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა“ და „კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგია”. ასევე კანონპროექტით განიმარტება კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის განმარტება, განისაზღვრება კომისიის მითითების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შესაბამისი პასუხისმგებლობა, ასევე, კომისიის დაკომპლექტების ვადა.
კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII თავით გათვალისწინებულ დანაშაულთა პრევენციის მიზნით, ქვეყნის უსაფრთხოების და დემოკრატიული განვითარების უზრუნველსაყოფად, ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების, ამ კანონით გათვალიწინებული თანამდებობის პირების რეგიტრაციის, ნებაყოფლობით აღიარებისა და რეესტრის წარმოების , ასევე, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშიტური იდეოლოგიების და პროპაგანდის აკრძალვის მიზნით და ამ კანონით განსაზღვრულის სხვა მიზნებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროში იქმნება კომისია. კომისიაში თითო წევრის წარდგენის უფლება აქვთ საპარლამენტო ფრაქციებს, ხოლო კომისიის შემადგენლობა(გარდა ფრაქციების წარდგენილი კანდიდატებისა) და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და დაამტკიცებს შს სამინისტრო.
კანონის მეშვიდე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშიტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკების, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების აღმოფხვრის მიზნით კომისია მიმართავს უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებულია აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული სომბოლიკა. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო პირველ ეტაპზე ახდენს დამრღვევის გაფრთხილებას, ხოლო მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ათასი ლარის ოდენობით.
„გილოცავთ ცოტა მეტ, მაგრამ არასაკმარის თავისუფლებას ჩვენს ტანჯულ ქვეყანაში,“-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა კენჭისყრის შედეგის გამოცხადების შემდეგ.
ცვლილებების წინააღმდეგია საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც თავის მოტივებს „ნეტგაზეთთან“ საუბარში განმარტავს: