ცვლილებების მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო 7 ათასი ლარით განისაზღვრა, მისი პირველი მოადგილის- 6500 ლარით, ხოლო მოადგილის – 6300 ლარით.
კანონპროექტის სამივე მოსმენით დამტკიცების შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს თანამდებობრივი სარგო 6000 ლარი იქნება, ხოლო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის -5800 ლარი. მისი მოადგილე 5600 ლარს მიიღებს ყოველთვიურად, ხოლო სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარე – 5300 ლარს.
5000 ლარამდე გაიზრდება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგო, ხოლო რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თვმჯდომარის ხელფასი 4600 ლარი იქნება.
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარის სარგო 4300 ლარამდე იზრდება. გარდა ამისა, 4000 ლარამდე იზრდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის და მაგისტრატი მოსამართლის სარგო. ხოლო რეზერვში მყოფი მოსამართლის სარგო 500 ლარი იქნება.