ახალი ამბები

ზაზა სარალიძე ოჯახთან ერთად პატრიარქთან შესახვედრად შევიდა

2 ივნისი, 2018 • 1622
ზაზა სარალიძე ოჯახთან ერთად პატრიარქთან შესახვედრად შევიდა

ზაზა სარალიძე ოჯახთან ერთად პატრიარქთან შესახვედრად საპატრიარქოში უკვე შევიდა. მისი თქმით, ჯერ არ იცის, რის შესახებ იქნება შეხვედრაზე საუბარი. შეხვედრას სარალიძესთან ერთად მხოლოდ მისი ოჯახი დაესწრება.

საპატრიარქოსთან იმყოფება ზვიად კუპრავაც, რომელმწც აღნიშნა, რომ პატრიარქისაგან მხოლოდ ლოცვა-კურთხევის მიღება სურს, რაც ზაზა სარალიძეს დააბარა კიდეც. კითხვაზე, რატომ არ შევიდა თავად საპატრიარქოში, კუპრავამ უპასუხა, რომ შეხვედრის ფორმატი თავად საპატრიარქომ გადაწყვიტა.

პატრიარქთან შეხვედრის სურვილი ზაზა სარალიძემ დღეს გამოთქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი