ახალი ამბები

“ნუ მომკლავ!” – აქცია ქუთაისშიც გაიმართა

31 მაისი, 2018 •
“ნუ მომკლავ!” – აქცია ქუთაისშიც გაიმართა

აქცია, სახელწოდებით “ნუ მომკლავ!” გაიმართა ქუთაისშიც, სადაც, თბილისის მსგავსად, გააპროტესტეს გასულ წელს მოკლული არასრულწლოვნების – დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის – საქმეებზე დღეს გამოცხადებული განაჩენი.

ნუ მომკლავ! – აქცია ქუთაისში. 31 მაისი, 2018. ფოტო: ტასო ცირეკიძე

ნუ მომკლავ! – აქცია ქუთაისში. 31 მაისი, 2018. ფოტო: ტასო ცირეკიძე


თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. სარალიძის მშობლები და მხარდამჭერები უკვე რამდენიმე საათია მთავარ პროკურატურასტან იმყოფებიან. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი