ახალი ამბები

სასამართლოს განცხადება სარალიძე–დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე

31 მაისი, 2018 • 2424
სასამართლოს განცხადება სარალიძე–დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებით ეხმაურება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს, რომლის განხილვა დღეს, 31 მაისს დასრულდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის ერთი პირი ცნო დამნაშავედ, თუმცა ვერ დაადგინა, ვინ მოკლა მეორე არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს განცხადებით:

  • გ. ბ. დამნაშავედ ცნეს დამამძიმებელ გარემოებაში  – წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში;
  • გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში;
  • გ.ბ. და გ.ჯ. უდანაშაულოდ ცნეს დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში;
  • გ.ჯ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლომ გადააკვალიფიცირა დავით სარალიძის მკველობის მცდელობად დამაძიმებელ გარემოებაში.

ბრალდებულთა არასრულწლოვნობის გამო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომები დახურული იყო. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, დღეს სასამართლომ ბრალდებულთა დამნაშავედ ცნობის შესახებ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა.

გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ დანიშნა სასჯელის დანიშვნის სხდომა, რომელიც 2018 წლის 1 ივნისს, 10:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

დავით სარალიძის ოჯახი თავიდანვე აცხადებდა, რომ რეალურ მკვლელებს პროკურატურა ხელს აფარებდა. მოკლულის მამა მთავარი პროკურორის გადადგომასთან ერთად საქმის პროკურორების დასჯასაც ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი