ახალი ამბები

პოლიტიკოსების რეიტინგი IRI-ს კვლევის მიხედვით

30 მაისი, 2018 • 3503
პოლიტიკოსების რეიტინგი IRI-ს კვლევის მიხედვით

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, პოლიტიკოსებს შორის საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად მოსწონთ დავით ბაქრაძე (53%) და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი (52%).

შემდეგ მოდიან კახა კალაძე (50%), დავით სერგეენკო (49%), გიორგი კვირიკაშვილი (41%) და შალვა ნათელაშვილი (34%).

სქრინი: IRI-ს კვლევა

IRI-ის მიერ დასახელებული პოლიტიკოსებიდან მოსახლეობა ყველაზე ნაკლებად იცნობს ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს, მის შესახებ 55%-ს არ სმენია.

კვლევა ჩატარდა ბალტიის კვლევების / გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოკითხეს  საარჩევნო უფლების მქონდე 1500 საქართველოს მოქალაქე. რესპონდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი